пятница, 7 декабря 2012 г.

პროექტის სახელი:  მექანიკური ტალღები და მისი თვისებები

 პროექტის მოკლე აღწერა: 
მექანიკური ტალღების მახასიათებელი პარამეტრები, ტალღების თვისებები, მექანიკური ტალღების გამოყენების ასპექტები.

პროექტის სრული აღწერა:
რა არის ტალღა, მექანიკური ტალღების აღძვრა და გავრცელება, ენერგია ტალღის გავრცელების პროცესში, ტალღების არეკვლა, გარდატეხა, ინტერფერენცია, დიფრაქცია, დოპლერის ეფექტი, ტალღის თვისებების გამოყენების სფეროები, ბგერითი ტალღები, ხმაური და მუსიკალური ბგერები, რეზონანსი, სასარგებლო და საზიანო რეზონანსი, ცუნამი ზღვის ტალღების დამანგრეველი ძალა, მექანიკური ტალღების ენერგია.

მონაწილეთა ასაკი:     მე–11 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა :     2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ მექანიკური ტალღის თვისებები და ამ თვისებების გამოყენება ადამიანის საკეთილდღეოდ, მეორე ნაწილს დაევალება ტალღების თანმდევი არასასურველი პროცესების თავიდან აცილების ხერხების დადგენა, საპრეზენტაციო ფაილების აკრეფა და გაფორმება. ერთ ნაწილს დაევალება დაადგინონ,  რატომ გამოსცემენ მუსიკალური ინტესტრუმენტები ბგერებს და აკრიფონ საპრეზენტაციო ფაილი; მეორე ნაწილს დაევალება შეისწავლონ, თუ რატომ შენდება სფერული ფორმის თეატრები და მასზე შექმნან საპრეზენტაციო ფაილი; მოსწავლეთა ნაწილს დაევალება სეისმოლოგიურ სამსახურის დახმარებით  შეისწავლონ მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები, მისი პროგნოზირება და პრეზენტაციის შექმნა, მეორე ნაწილს დაევალება შეისწავლონ ცუნამი და მისგან თავის დაცვა, რომლეზეც შეიქმნაება საპრეზენტაციო ფაილი. მოეწყობა ექსკურსია ზღვაზე, მუსიკალურ სასწავლებელში და თეატრში. მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა და მექანიკური ტალღების თვისებების შეჯერება; ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროექტის მონაწილეები იმუშავებენ ელექტრონულ ჟურნლის ,,მექანიკური ტალღები“-ს შექმნასა და რედაქტირებაზე.  შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები: მექანიკური ტალღის თვისებები და ამ თვისებების გამოყენება ადამიანის საკეთილდღეოდ, ტალღების თანმდევი არასასურველი პროცესების თავიდან აცილების ხერხები, მუსიკალური ინტესტრუმენტები და ბგერებ,  სფერული ფორმის თეატრები,  მიწისძვრის პროგნოზირება,  ცუნამი. ელექტრონულ ჟურნლი ,,მექანიკური ტალღები“,  შეიქმნება ბლოგი.

სარგებელი სხვებისათვის: პროექტი დაეხმარება და დააინტერესებს მოსწავლეებს მოცემული თემის უკეთ გააზრებასა და ათვისებაში, მიღებული დასკვნები გასათვალისწინებელია ნებისმიერი რიგითი მოქალაქისათვის, გამოსადეგია გეოგრაფიისა და მუსიკის მასწავლებლებისათვის.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ, ფიზიკა, გეოგრაფია, მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა ქათამაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: n.qatamadze2012@gmail.com;
პროექტის ბლოგი:  http://natia30.blogspot.com/